ერაყის ქალაქ მოსულში ბაზართან მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 15 სამოქალაქო პირი და 7 პოლიციელი დაიღუპა,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
The Indian Express-ის ცნობით, ადგილზე სამი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.