ერევნის აეროპორტში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

სამართალდამცველები ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობას ეძებენ. აეროპორტის ადმინისტრაციაში შეტყობინება შევიდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ერევანი -მოსკოვის რეისის თვითმფრინავშია მოთავსებული. სომხეთს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შეტყობინება მათ არ მიუღიათ, თუმცა აროპორტში გაგზავნილია დამატებითი ძალები.

Comments
Loading...