ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის ბაღში, 25 თებერვლის გმირების მემორიალი გაიხსნება

გიორგი კეკელიძის თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის ბაღში 25 თებერვლის გმირების მემორიალი გაიხსნება. ამავდროულად იქმნება ელექტრონული ბაზა, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი ამ ადამიანების და მათი საქმიანობის შესახებ.

“ეს დღე მხოლოდ სომბოლური არა, პრაქტიკული დღეცაა – შეხსენების დღე, რომ თავისუფლება ადამიანისთვის და სახელმწიფოსთვის უმთავრესი მოცემულობაა და ის, რის გამოც ჩვენმა წინაპრებმა თავის გასწირეს, ყოვედღიურ ჩვევად უნდა გვექცეს” – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

25 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოკუპაციიდან 96 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

ipress.ge

Comments
Loading...