ერთი აშშ დოლარი 2.5111 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 13 მარტს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5111 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4767 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0344-ით გაუფასურდა.ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6650 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.6003 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0501- ით გაუფასურდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.0540 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.0092 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0448-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6688ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6598 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0090-ით გაუფასურდა.

newposts.ge
Comments
Loading...