“ერთი წლის თავზე ხალხი გაბლატავდა”-სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მან, ლუკა კურტანიძემ და მერაბ შათირიშვილმა გელათიდან სამებამდე ჯაჭვებშებმულმა გზა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით გაიარეს.

დეპუტატის თქმით მათ მიერ გავლილ 260 კილომეტრზე, ხალხი ვერ ეკარებოდა, რადგან წინა ხელისუფლებისგან დაშინებულები იყვნენ.

„ისე იყვნენ დაშინებულები, ვერავინ გვეკარებოდა… ზუსტად ერთი წლის თავზე ხალხი გაბლატავდა, კარგი გაგებით ვიძახი ამას. ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, ხალხს მიეცა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.“- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...