“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მეშვიდე ყრილობის ფარგლებში დაამტკიცა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და თავმჯდომარე.
რეზოლუციის თანახმად, 100 კაციანი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება. მისი მოადგილეებად კი, ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე იქნებიან.
“ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. წინ გამარჯვებისაკენ, წინ წარმატებისაკენ, წინ ჩვენი შვილების და შვილიშვილების სასარგებლოდ” ,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრებად აირჩიეს: ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, რომან გოცირიძე, თინათინ ბოკუჩავა სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვბა, დავით ბერიტაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნიკოლოზ რურუა, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა , გოჩა კუპრავა, დათო გოგოხია, რამაზ კერეჩაშვილი, ზურაბ ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატა მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, ტემურ გრიგალაშვილი , მარიამ დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მარიამ ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი, ნიკა ჭურაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართა.