ერთსქესიანთა ქორწინება ევროპაში მისაღებია, ქართული ეთნოსის დაცვა კი აუცილებელია

საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი კონსტიტუციაში ჩანაწერის შეტანას, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობა, დადებითად აფასებს.

მამა მიქაელ ბოტკოველი „პირWელთან“ საუბარში აცხადებს, რომ საზოგადოება დაცული რომ იყოს, აუცილებელია, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდეს.

„ვფიქრობ პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამას, რადგანაც მსოფლიოში განითარებული მოვლენები იძულებულს გვხდის, რომ ჩვენ ასეთი დაცვის მექანიზმი ჩავდოთ საქართველოს კონსიტუციაში. ეს მექანიზმი აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული. ჯანსაღ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ალმბათ, ამის აუცილებლობა არ უნდა დგებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ასეთ ეპოქაში ცხოვრება და ამის კონსტიტუციის დონეზე დაფიქსირება, საჭიროა. კარგი იქნება, თუ ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, ის კიდევ საზოგადოებაში არსებულ არაჯანსაღ აზრებს გაფანტავს“
,-აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი განმარტებით, ერთსქესიანთა ქორწინება ევროპაში მისაღებია, ხოლო ქართული ეთნოსი კი ცოტაა და აუცილებელია, მისი დაცვა მოხდეს.

“ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფოებში და აშშ-ის გარკვეულ შტატებში, სამწუხაროდ, არის ერთსქესიანთა ქორწინების ნებართვა, რაც არის წინაარმდეგობაში რელიგიურ ცნოიბიერებასთან. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება დაცული უნდა იყოს, ჩვენ ვართ მცირე ეთნოსი და ეს მექანიზმი უნდა ამყარებდეს ჯანსაღ ცნობიერებას”
,-განაცხცადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს გამართულ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, კონსტიტუციაში აღნინიშნოს, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობა.

წყარო:pia.ge

Comments
Loading...