“ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება“ – ოჯახი, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, თქვენი დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ავრცელებს „ფეისბუქ“-მომხმარებელი თიკო იობიძე და აღნიშნავს:

„ჩემო უცნობო და ნაცნობო მეგობრებო… გთხოვთ, თუ რამე გაქვთ და ამ ახალ წელს გინდათ, ვინმე გაახაროთ, დავეხმაროთ ამ ოჯახს. ფანჯრების ფული შეგროვდა და ახლა რაც შეგვიძლია, შევუმსუბუქოთ ცხოვრება…“

კვირას, 25 დეკემბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, შეგიძლიათ, მიიტანოთ ნივთები და ნებისმიერი რამ, რაც ამ ოჯახს ყოფას შეუმსუბუქებს.

ოჯახი, სადაც ექვსი პატარა იზრდება, დარინა ჩაჩანიძემ აღმოჩინა, როდესაც მათთან დასახმარებლად ჩავიდა. მას შემდეგ მან სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომლის საშუალებითაც სახლში, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის, ორი ფანჯარა ჩასვეს, საჭიროა 7000 ლარი, რომ სახლში ელემენტარული პირობები შეიქმნას. როგორც ცნობილი გახდა, ლაგოდეხის გამგებელმა 2000 ლარი უკვე ჩარიცხა ანგარიშზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც თანხის შეგროვება გრძელდება.

ძნელია, არ დავეთანხმოთ ერთ-ერთ „ფეისბუქ“-მომხმარებელს, რომელიც ამ ფოტოებს აზიარებს და წერს: „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!..“

კომენტარები სოციალურ ქსელში:

ნინო ჭიჭიაშვილი – “ხელები:)” 

ბელა ვარსიმაშვილ : – “პაწაწუნა ხელები როგორ ააქვს გაყინული გული მიკვდება!’

Shorena Shorena – ” საბრალო ეს პაწია ხელები მხოლოდ თამაშით უნდა იყოს დაკავებული თბილ სახლში – როგორ აქვს სიცივით დახეთქილი,დაიარებული”

Dadia Tata Tordinava – “დეტალების დაზუსტების შემდეგ გავარკვიე რომ თანხა უფრო სჭირდებათ ამ ეტაპზე საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის ( 1 ლარიც რომ გადავრიცხოთ ეს მათთვის თბილ ზამთარს და სახლში სითბოს ნიშნავს. მეგობრებო არ დაგვეზაროს, თორემ თქვენს სიკეთეში ეჭვი არ მეპარება, წარმოვიდგინე რომ ჩემი ნაყიდი თუ სახლიდან მიტანილი სათამაშოთი – ითამაშებს, ტანსაცმლით-გათბება, ფეხსაცმლით – ირბენს, ჭურჭლიდან-შეჭამს, სხვადასხვა ნივთებით- დახატავს, წაიკითხავს, გაიღიმებს, გაუხარდება. ეს არის ნამდვილი ბედნიერების შეგრძნება

პ.ს. Misho სულ იმას გეუბნებოდი ზედმეტად კეთილი ხართქო და მადლობა რომ დამაფიქრე და მეც მაგრძნობინე ეს”

Lia Kara “ვინ დადო ეს ფოტოები,დაწერეთ სად ცხოვრობს ეს ბავშვი !”

rine Kuftaev – “ლაგოდეხის რაიონი სოფელი ჰერეთისკარი სიფრაშვილები”

დუთი დათო დათო ხოლუა – “ლესბოსელებს და პიდარასტრბს აძლევენ მიწის ფართობებს და სახლებს ეს ახვრები და ამ გაჭირვებული ხალხის ერთი თეთრით დახმარებაც არ უნდათ”

Eka Zabakhidze – “ვაიმე ღმერთო გადავირიე. სული და გული მეწვის”

Нино Лабарткава – ” თიკო გამარჯობათ. ამ ბიჭუნას მშობლევი აე ჰყავს? მე შემეძლო წამომეყვანა დროებით სანამ თქვენ ხალხი რამეს დაეხმარებით. მაქსიმუმ აგვისტომდე. მერე მე სხვა ქვეყანაში მივდივარ სამუდამოდ და ფუზიკურად ვერაფერს ვეღარ შევძლებ. თუ დედა და მამა თანახმა იქნებიან. ვითხოვებ ამ ბავშვს”.

ფოტოები:

 

Comments
Loading...