“ეს არის სატანური ენერგიის წამოსვლა, შეიძლება რაღაც დაემართოს თქვენს კომპიუტერს”
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით მოვლენა, რომლის დროსაც სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთმანეთს დაემთხვა ადამიანებზე უაროფითად აისახება. 27, 28, 29 სექტემბერს დედამიწა მზისა და მთვარის დაძაბულ ენერგიაში ხვდება, რაც გულსისძარღვთა სისტემის მუშაობის რადიკალურ ცვლილების, წნევის რადიკალური შეცვლის, ნერვული გაღიზიანების, ემოციური არასტაბილურობის, თავის ტკივილების, დეპრესიის ან ადამიანში აგრესიის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე, ასეთ დღეებში მაღალია კონფლიქტების, დაპირისპირების ალბათობა, ტრავმების, ავარიულობის შემთხვევების ზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება. შეიძლება პრობლემებმა თავი იჩინოს ცდუნებების, შეცდომების, ყურადღების მოდუნების სახით.
„შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელი უსიამოვნებაც შეექმნათ – მაგალითად, გასკდეს წყლის მილი, ან რაღაც დაემართოს თქვენს კომპიუტერს, გაითიშოს და წაიშალოს პროგრამები. ასეთ დღეებში ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არავითარი ხელშეკრულებები არ დავდოთ და მოვერიდოთ მოლაპარაკებების წარმართვას. ასევე მოიმატებს ქუჩებში საცობების ტენდენცია“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
მიხეილ ცაგარელის თქმით არ არის სასურველი მზის ან მთვარის დაბნელების ყურება:
„არავის ვუსურვებდი არც მთვარის და არც მზის დაბნელების დანახვას, პირადად მე არასოდეს ვუყურებ, რადგან ამ დროს იმდენად ცუდი ენერგია მოდის, რომ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ეს არის სატანური ენერგიის წამოსვლა დედამიწაზე და რა საჭიროა ამ ენერგიაში ჩაჯდეთ და უყუროთ“- აღნიშნავს ასტროლოგი.