„ეს მატყუარა ქრთამისტი! მიბეგვავენ სადმე და მერე უკრაინელებს დაბრალდებათ“

2016 წელს უკრაინას ახალი მთავრობა ეყოლება. კამბინს გაზაფხულისკენ შეცვლიან. ამ დროისთვის, ანუ 2016 წლისათვის მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად იქცევა და თავის პარტიას შექმნის. თუ ეს მოხდა, იგი იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკოვშინას“ ხმებს წაართმევს.
რაც შეეხება, 2016 წლის ქვეყნს ბიუჯეტს, რომელიც უკრაინის რადამ 25 დეკემბრის ღამეს დაამტკიცა. ეს ბიუჯეტი უკრაინელებს მთელი მომავალი წლის განმავლობაში შიმშილს აიძულებს. 2016 წლის ბიუჯეტში არ არის გაწერილი ჯანდაცვის და განათლების დაფინანსება.სამაგიეროდ, დაგეგმილია მილიონიანი პროექტების განხორციელება.
სააკაშვილის წინააღმდეგ ღიად ილაშქრებს იულია ტიმოშენკო. „ეს მატყუარა ქრთამისტი! მიბეგვავენ სადმე და მერე უკრაინელებს დაბრალდებათ“ – ბობოქრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული 2016 წლის ბიუჯეტი ქვეყანას საბოლოო ნგრევისკენ მიიყვანს, ირწმუნება პარტია „ბატკოვშინას“ თავმჯდომარე ტიმოშენკო. იგი ღიად ადანაშაულებს სააკაშვილის ამალას და უმაღლესი რადის მაჟორიტარ დეპუტატებს ქრთამის აღებაში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიღებისას.

„ისევ შეეცადნენ კორუმპირებული გაეხადათ მაჟორიტარი დეპუტატები. დარბაზში ღიად დადიოდნენ და ათ და მეტ მილიონს სთავაზობდნენ თითოეული ოლქისთვის. ასეთი კორუმპირებული სითავხედე საბიუჯეტო პროცესის დროს არასოდეს მინახავს“ – აცხადებს ტიმოშენკო.
ამავე დროს, სააკაშვილი და მისი მომხრეები თვლიან, რომ უკრაინის ბიუჯეტის არ მიღება ქვეყნისთვის ნიშნავდა კატასტროფას. ეს ნიშნავდა გრივენის კურსის ვარდნას დოლართან მიმათებაში.
„ეს არის აბსოლუტური ისტერია, რომელიც დაფარულია ამ მთავრობის უუნარობით და რომელიც ჩემს ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს“
– აცხადებს იულია ტიმოშენკო.

Comments
Loading...