ესკლუზივი შალვა რამიშვილი ტელევიზიიდან სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო გაათავისუფლეს?

შალვა რამიშვილსა და ტელეკომპანია “იმედს” შორის საქმიანი ურთიერთობა დასრულებულია. ამის შესახებ განცხადებას შალვა რამიშვილი აკეთებს და განმარტავს, რომ დღეს იმ კომპანიამ რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” , სერიალს “2 გოგოს” , რომელიც ჯერ არ აგსულა ეთერში და ასევე უზრუველყოფს მის მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” “იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია.

როგორც შალვა რამიშვილმა “პირველ რადიოსთნ საუბარში აღნშნა, კომპანიისთვის “იმედიდან” გამოგზავნი წერილში მიზეზები განმარტებული არ არის. ტელეწამყვანი ტელეკომპანიისგან განმარტებებს ითხოვს

“რაღაცეებს შეიძლება ვუკავშირებ, რაღაცეებს შეიძლება არ ვუკავშირებ, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატორები. ვინც გაწყვიტა, ტელეკომპანია “იმედს” ძალიან ვთხოვთ კეთილი ინებონ და განმარტონ, რომ ეს ჩემი გადაცემები არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, როგორც პოლიტიკური ისე გასართობი ხასიათის, შესაბამისად ვალდებულებაც აქვს ტელეკომპანია იმედს განმარტოს საზოგადოებისთვის და ჩემთვის რატომ გამოგზავნა ეს წერილი კომპანიაში”,-განაცხადა შალვა რამშვილმა “პირველ რადიოსთან” საუბარში.pirveliradio.ge

old.mpress.ge -ს მიერ მოპოვებული კულუარული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი მსახიობ თათია სამხარაძესთან იგივე ტასო ბარნოვასთან სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. ასევე კულუარებიდან იმაზეც საუბრობენ, რომ ტასო ბარნოვამ შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლა.

Comments
Loading...