ესპანეთში 3 ტონა კოკაინი ამოიღეს – დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი
ესპანეთში 3 ტონა კოკაინი დააკავეს. დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა გალიციის რეგიონში მიკროავტობუსში აღმოაჩინეს. ინფორმაცია კი მათ ბრიტანეთის პოლიციამ მიაწოდა.
დაკავებულია კოკაინის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი. 8 ბრიტანელია, დანარჩენები კი ჰოლანდიელები და ესპანელები არიან.
გამოძიების ცნობით, ისინი ნარკოტიკული საშუალების გადატანას ესპანეთის სამხრეთ რეგიონში აპირებდნენ.
კაოკაინთან ერთად, ეჭვმიტანილებს მანქანაში იარაღი და მილიონ ევრომდე თანხაც აღმოაჩნდათ.