ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა. იტალიის ქალაქ პიზაში, მსოფლიო თასზე, ხეცურიანმა ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით – 15:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ირმა ხეცურიანის კარიერაში ეს რიგით მეხუთე ოქროა. რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილიც.
geopressnews.ge