ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს კიდევ 6 თვის ვადით გაახანგრძლივებს.

ამის შესახებ სააგენტო სააგენტო ბლუმბერგი ევროკავშირის ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მაღალჩინოსნებმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მარტიდან უკრაინისა და რუსეთის 100 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებენ.

ინფორმაციას რუსეთის ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა. დიმიტრი რაგოზინმა აღნიშნულ ნაბიჯს შანტაჟი და მუქარა უწოდა.

Comments
Loading...