ევროკავშირის წევრობა ასევე ნატოს წევრობა არის ჩვენი საბოლოო მიზანი.
“ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში ევროპული ქვეყანა რომელიც არის ღია როგორც ევროპული ასევე აზიური ინვესტიციისვის,”- ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროპულ კურსს არ შეიცვლის და გააგრძელებს სვლას საბოლოო მიზნამდე რასაც ევროკავშირის და ნატოს წევრობა ჰქვია.
“საქართველოს სტრატეგიული კურსის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ურყევია. ევროკავშირის წევრობა ასევე ნატოს წევრობა არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რუსეთთან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება არის რისკების შემცირების საშუალება, რომ პროდასავლურ ვექტორს არ დაემქუროს არაფერი. აბაშიძე კარასინის შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება.
ევრაზიული კავშირი არ მითქვამს. ევრაზიის კონტინენტზე ბევრი საინტერესო სახელმწიფოა რომლთანაც საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს. გთხოვთ ვიყოთ უფრო სერიოზულები. საქართველოს პრიორიტეტია იყოს ევროპული ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა ღიაა როგორც ევროპული ასევე აზიური ინვესტიციისთვის. რათქმაუნდა ჩვენ ვართ ევრპული ქვეყანა და უპირველესად სწორედ ევროპის პარტნიორი,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.