ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი და ანდრეს მამიკინსი გამოდიან.

როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკითხი მეხუთეა. კენჭისყრის პროცესი თბილისის დროით, 14:30 საათზე დაიწყება.

მიმდინარე წლის 12 იანვარს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი ეყარა და შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი დამტკიცდა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, ორი კი, საკითხის წინააღმდეგ წავიდა. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

Comments
Loading...