Facebook უსინათლოებს სურათების „დანახვის“ შესაძლებლობას აძლევს

Facebook უსინათლო მომხმარებელს ფოტოს „წაკითხვის“ შესაძლებლობას აძლევს.
ინტერნეტი თანდათან ცვლილებებს განიცდის. ის უფრო და უფრო „დასურათებული“ ხდება. ცნობილია, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე, Instagram-სა and Facebook-ზე ყოველდღიურად 1. 8 მილიარდ ფოტოს ტვირთავენ.
უსინათლო ადამიანები დახვეწილ ნავიგაციურ პროგრამას იყენებენ, რომელსაც ეკრანის მკითხველს უწოდებენ. ის ეკრანზე დატანილი ტექსტის შინაარსს სიტყვებად გარდაქმნას , თუმცა ამ პროგრამას მხოლოდ ტექსტის წაკითხვა შეუძლია და არა ფოტოსი.
ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით Facebook- ის სერვერებს შეუძლიათ საიტზე ატვირთული ფოტოების გაშიფვრა და აღწერა და ისე გადაფორმატება, რომ მისი წაკითხვა ეკრანის წამკითხავით ხდება შესაძლებელი. Facebook- ის განცხადებით, უკვე გამოსცადა ახალი პროგრამა, რომელსაც 80-მდე ობიექტის და მოქმედების ამოცნობა შეუძლია. ის თითოეულ ფოტოზე აღწერას ამატებს, როგორც ალტერნატიულ ტექსტს. რაც უფრო მეტი ფოტოს სკანირებას მოახდენს, მით უფრო დახვეწილი გახდება პროგრამა.
ეს გამოგონება Facebook-ია ინჟინერ მეთიუ კინგს ეკუთვნის, რომელმაც Retinitis pigmentosa (RP)-ს გამო მხედველობა დაკარგა.
წყარო: doctrina.ge

Comments
Loading...