FIFA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე საფეხბურთო ნაკრებების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზრდება.
FIFA-მ გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.
ამრიგად, ჯამში ტურნირზე 64-ის ნაცვლად 80 მატჩი ჩატარდება და 32 დღეში დასრულდება.
უკანასკნელად, FIFA-მ მონაწილეთა რაოდენობა 1998 წელს გაზარდა.
FIFA-ს ვარაუდით, 48-გუნდიანი ტურნირით, შემოსავალი სავარაუდოდ 5.29 მილიარდ ფუნტამდე და, შესაბამისად, პოტენციური მოგება 521 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით 2026 წლიდან გაიმართება
infonews.ge