გადაწყვეტილება დაფუძნებული არის მტკიცებულებებზე: გიორგი ბადაშვილი

ყოფილი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასამატებელი არაფერი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ბადაშვილის თქმით, გამოძიებამ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გამოძიების შედეგები დადო.

„გამოძიებამ დადო თავისი შედეგები, რომელიც გაჟღერებული იქნა პროკურატურის მიერ გუშინ. თქვენ ყველამ მოისმინეთ, გადაწყვეტილება დაფუძნებული არის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც პროკურატურამ შეკრიბა. შესაბამისად, მე დასამატებელი მეტი არაფერი მაქვს“, – განაცხადა ბადაშვილმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რის გამოც, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. კიწმარიშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმება.

Comments
Loading...