გაეცანით ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს საკუთარ თავთან
მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია
ვგრძნობ – ყველაფერს
მეშინია – არაფრის
ვიცი – არაფერი
არ ვიცი – არაფერი
შემიძლია – ყველაფერი
არ შემიძლია – ყველაფერი
ვმეგობრობ – ყველასთან
ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართლა შემოქმედს ყველაფერს, ”სიაფანდს” – არაფერს
ვტირი – თითქმის არასოდეს
ვიცინი – ყოველდღიურობაზე
ვეძებ – სიმყუდროვეს
ღირსი ვარ- ვიყო ის, რაც ვარ
ვჩხუბობ – კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება
ვკარგავ – დროს
მშურს – არაფრის
ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ
ვემტერები – თაღლითებს
მაინტერესებს – ყველაფერი
არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება
მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი
მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ
უარვყოფ- მარქსიზმს
ვავადმყოფობ – იშვიათად
ვმალავ – არაფერს
ვინახავ – ფულს ბანკში
მწამს – მუსიკის
მიკვირს – ყველაფერი ახალი
მიხარია – ის, რომ მამა ვარ
ვჭორაობ – პოლიტიკაზე
ვდარდობ – იშვიათად
ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით
ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს
ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს
მსიამოვნებს – ოჯახური სიმყუდროვე
მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო
ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას
ვეწევი – სიგარეტ ”კენტს”
მწყინს – როცა მატყუებენ
ვხარჯავ – ენერგიას
ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს
ვკამათობ – გემოვნებაზე
ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან
ვუსმენ – მოცარტს
ვყოყმანობ – იშვიათად
ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე
ვამზადებ – ყავას
ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს
ვკლავ – არავის
ვაფუჭებ – არაფერს
ვცხოვრობ- მშვიდად
ვცემ – არავის
ვყვირი – არასოდეს
ვმღერი – ყოველთვის
ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს
დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად
ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს
ვერიდები – ალკოჰოლურ სასმელებს
ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს
ვიტყუები – არასდროს
ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს
ვგიჟდები – საკუთარ შვილებზე – 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე
მიყვარს – მუსიკა
ვოცნებობ – მშვიდობაზე
ვფიქრობ – შვილებზე
მძულს – ტყუილი
ვნანობ- არაფერს
კმაყოფილი ვარ – მუსიკით
მენატრება – ცა
მსურს- ბევრი რამ
ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას
ვიხდი- ყველაფერს
ვეჭვიანობ – არაფერზე
”ვკაიფობ” – ყველაფერზე
ვიზიდავ – ყველას
ვალამაზებ – ყველაფერს
jolo.ge