“გაიხსენეთ, მთელი ხელისუფლება ივანიშვილის მათხოვრები იყავით”
“აქ რომ გარკვეულ ციფრებზე ლაპარაკობს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მიხეილ მაჭავარიანი შევარდნაძის ხელისუფლების დროს შემოსავლების მინისტრი იყო და კარგად გაიხსენოს, რამდენჯერ უთხოვია ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველთვიურად ერთი მილიონი მომეცი, ორი მილიონი მომეცი, სამი მილიონი მომეცი და შემდეგ კიდევ რამდენჯერ ჭორვილლობის ხათრით კიდევ დამატება უთხოვია და მათხოვრებად რომ იყავით ხელისუფლება გადაქცეული და ასე ხელგამოშვერილი ბიძინა ივანიშვილის ხათრით გაქვთ ყველაფერი, თუკი რაიმე გაგაჩნიათ, მაგრამ ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი, ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ დღეს თქვენ ეცადეთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და როგორც გჩვევიათ და მე მინდა ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მივმართო, აქ სამწუხაროდ მხოლოდ 3-4 ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ბატონო გიორგი თქვენი გუშინდელი მესიჯი ადექვატურად მიიღო და დღეს ნამდვილად ღირსეულად ეცადნენ ღირსეული ოპონირება გაეწიათ ყოველგვარი უზრდელობის გარეშე.” – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ