გაიცანით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები
1)ბილ გეითსი: Bloomberg-ის მონაცემებით ბილ გეითსის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიარდით მეტია. Microsoft-ის მფლობელმა რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა.
2)მექსიკელი მედიამაგნატი კარლოს სლიმი. ის არის ლათინოამერიკული ტელეკომუნიკაციის იმპერიის “ამერიკა მოვილის” და ესპანური ფეხბურთის კლუბის “რეალ ოვიედოს” მფლობელი. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 2010-2012 წლებში, ამ წელს მეორე ადგილზეა. 17 მაისის მდგომარეობით მისი ქონება 72.1 მილიარდი დოლარია.
3)მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა, ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა მესამე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 59.6 მილიარდი დოლარია.
4)Zara-სა და Massimo Dutti-ის მაღაზიათა ქსელის მფლობელის 77 წლის ამანსიო ორტეგას შემოსავალი ამ წელს 1 მილიონი დოლარით შემცირდა და მისმა ქონებამ 56 მილიარდ დოლარს მიაღწია.
5)შვედი ბიზნესმენი, მაღაზიათა ქსელი IKEA-ს მფლობელი ინგვარ კამპრადი მეხუთე ადგილზეა. 2013 წლის მდგომარეობით მისი ქონება შეფასებულია 55.6 მილიარდ დოლარად, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიონით არის შემცირებული.