გახდება თუ არა დავით უსუფაშვილის მომავალი პოლიტიკური გუნდის წევრი – ვახტანგ ხმალაძის „ლოგიკური“ პასუხი

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, გადაცემაში „არგუმენტების დრო“, დავით უსუფაშვილის შესახებ ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, გახდება თუ არა იგი იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომლის შექმნასაც დავით უსუფაშვილი ააანონსებს. ხმალაძემ აღნიშნა, რომ მას და უსუფაშვილს, ყოველთვის ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ.

 
„ჩემი და დავით უსუფაშვილის მიდგომები და პოზიცია, 1989 წლიდან მოყოლებული, როდესაც გავიცანი, სტუდენტი იყო მაშინ, ყოველთვის ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, მე მგონი, ლოგიკური პასუხი თავისთავად სჩანს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ბევრი იმ ადამიანის პოლიტიკურად გააქტიურება, რომლებიც საკმარისი იქნებიან იმისათვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდეს.

Comments
Loading...