გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვა – ეს მთავარი საკითხია, რომელსაც ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს.
საერთაშორისო კონსულტაციების 34-ე რაუნდი ჟენევაში 1 საათში დაიწყება. ქართული დელეგაცია აპირებს მწვავედ ისაუბროს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ნოემბერს გაფორმდა მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე.
გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვა – ეს მთავარი საკითხია, რომელსაც ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს.
ქართული მხარის წარმომადგენლები გალის რაიონის გარდა, შეხვედრის დროს აპირებენ, ასევე მკაცრად დააყენონ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი.