გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი, რომელიც მხოლოდ შემოდგომაზეა რეკომენდირებული


ეს ნიღაბი წელიწადში მხოლოდ ორჯერ შემოდგომასა და გაზაფხულზე უნდა გაიკეთოთ – 2 კვირიანი კურსით.

შემადგენლობა:

– 1 სუფრის კოვზი თაფლი;
– 1 სუფრის კოვზი არაჟანი (უმჯობესია ცხიმიანი);
– 50 გრ ხაჭო;
– 1 ც კვერცხი;
– 6-10 წვეთი ლიმონი;
– 1-2 ამპულა ალოე, B1 და B12 ვიტამინი (შეიძინეთ აფთიაქში).

ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ ქილაში და საღამოობით სუფთა კანზე წაისვით. გაიჩერეთ 15- 20 წუთს. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ნიღბის შემდეგ არ გამოიყენოთ მკვებავი. პროცედურა 2 კვირას გრძელდება.

კრემი მაცივარში, დახურულ ქილაში შეინახეთ.

Comments
Loading...