გამოკითხულთა 72% ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, გამოკითხულთა 72% დადებითად პასუხობს.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 18%-სთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მიუღებელია.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.