გამორიცხულია რომ გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახბე კანონის გაუქმებას კატეგორიულად გამორიცხავს იქამდე, ვოდრე არ აღსდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ზაქარეიშვილმა ეს განცხადებ გრიგორი კარასინის საპასუხოდ გააკეთა:

“კარასინი არაფერ ცვლილებებს არ ითხოვს, ის ითხოვს გაუქმებას. გამორიცხულია. როცა ეს კანონი დაიწერა თავის დროზე, ჯერ კიდევ ჩვენამდე, იქიდან მოყოლებული, რუსეთიდან, როცა ამ კანონზეა საუბარი, საუბარია ყოველთვის გაუქმებაზე. ჩვენც რომ მოვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან იმ იმედით, რომ შეიძლებოდა გადაგვეხედა პოზიციისათვის, ასევე იქიდან წამოვიდა შეტყობინება, რომ კარგი იქნებოდა თუ გაუქმდებოდა ეს კანონი. ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ ეხლაც გავიმეორებთ და რა შეგვეზარება მომავალშიც, ანუ გამორიცხულია ვიდრე არ აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, რომ გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. !“ აცხადებს ზაქარეიშვილი.

Comments
Loading...