გამზარდია: აი, უკვე რამდენი წელია, ჩემი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის წინ სულ მაქვს იმედი
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრი-ის დირექტორი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“22 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაა. აი, უკვე რამდენი წელია, ჩემი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის წინ სულ მაქვს იმედი, რომ სინოდი იმსჯელებს საკუთარ წიაღში არსებულ ეკლესიის და მათ შორის ერის მტრებზე, რამდენი წელია იმედი მაქვს, რომ ისინი იმსჯელებენ ე.წ. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სასულიერო ბელად ლიდერებზე – დავით ისაკაძეზე, ზურა ანთაძეზე, დავით ქვლივიძეზე და ა.შ. სხვა დანარჩენზე, რომ გამოჩნდება რომელიმე მღვდელმთავარი, სინოდის წევრი და ამხელს მათ, ამხელს მათ უკან მდგომ მღვდელმღავრებსაც, რომ ე.წ. მმკ-ს სასულიერო პირებს ეკლესოოს სახელით მოქმედების უფლებას აუკრძალავენ და განარიდებენ ეკლესიას, ხოლო მათ ლობისტ მღვდელმთავრებს ასევე გააფრთხილებენ, რომ ერისა და ბერის წინააღმდეგ არ იმოქმედონ; ცხადია, არ მაქვს იმედი, რომ რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელ სასულიერო პირებს, იერარქიის მიუხედავად დღეს ვინმე პასუხს მოსთხოვს, მაგრამ იქნებ, ამჯერად მაინც წმინდა სინოდის ნათელმა ნაწილმა მაინც მოითხოვოს ის, რაც აქამდეც უნდა მოეთხოვა – ეკლესიის მტრების გარიდება საქართველოს ეკლესიისგან.
მე ქვეყნის მოქალაქე ვარ, მე ეკლესიის მცირედი ნაწილიც ვარ, რადგან ეკლესია ჩემი სახლია და არა თუ უფლება მაქვს ეს ვითხოვო, არამედ ვალდებულებაც, რომ ეკლესიის მტრებს ვებრძოლო და ვამხილო, მითუმეტეს, როდესაც ასე იკიდებს ფეხს რუსული სპეცსამსახურების აგენტი პირები, რომელიც ანაფორასა და იერარქის სახელით ინიღბავენ თავს.” -წერს გამზარდია