განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს-დავით ნარმანია

თბილისის მერი დავით ნარმანია, ციხისძირიდან შეკვეთილში ტიტას ჯიშის ხის გადატანის ფაქტს ეხმაურება. დედაქლაქის მერი მიიჩნევს, რომ თავად ფაქტი ძალიან საინტერესო იყო და ეს არის პირველი პრეცედენტი და აჟიოტაჟი ხელოვნურად რაის შექმნილი. ნარმანიას ინფორმაციით, ხე უვნებლად ჩაიტანეს გურიაში.

“თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ მომხდარა და ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია. შესაბამისმა საინჟინრო ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ეკოლოგიურად ყველა პირობაა დაცული, რომ ის მომავალშიც როგორც განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდება. ის ყოველთვის კარგს აკეთებს. ესეც დამატებით კარგი საქმე იქნება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი ვიზიტორი ესტუმრება მხოლოდ იმისთვის, რომ ნახოს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა”, – განაცხადა ნარმანიამ
PIRVELIRADIOGE

Comments
Loading...