” გაუგებარია ის მიზეზი, რის გამოც მღვდელმთავრები დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებენ”- ადვოკატი

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის გაუგებარია ის მიზეზი, რის გამოც მღვდელმთავრები მამა გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებენ.

”როგორც მე გავეცანი უსაფრთხოების სამსახურს მიუცია რეკომენდაცია უსაფრთხოების მიზნით აქამდე თუ ნახულობდნენ მეუფეები მაგათთვის არ არსებობდა უსაფრთხოების წესები? მე არ მესმის უბრალოდ ეს რა საფუძველია – განაცხადა რამიშვილმა და აღნიშნა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზს დღეს, 11:00 საათზე მოინახულებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დეკანოზმა გუშინ პატრიარქსა და უწმინდესს შეხვედრის თხოვნით მიმართა თუმცა, საპატრიარქომ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა.
პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავნო საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.

Comments
Loading...