გეგმიური სამუშაოების გამო ხვალ თბილისის რამოდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია ”თელასი” განცხადებას ავრცელებს.

“დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება
18 ნოემბერს დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებს:
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თიანეთის, გუდამაყარის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, ტიბაანის, გარეჯელის, ზიგზაგის, გლინკას, რატევანის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, შენგელაიას, ბოგვის, მუხრანის, ქვიშხეთის, ქსნის, არბოს, ვარდისუბნის, ინწკირველის, ჩოდრიშვილის, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...