გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო ფოთის ნავსადგურში ზღვა დაბინძურდა
ფოთის ნავსადგურში ზღვა დაბინძურდა. შემთხვევა გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრამ გამოიწვია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს.
გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.