გერმანიის ხელისუფლებამ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის დასაკავებლად ჯილდოდ € 100 ათასი დააწესა

გერმანიის სპეცსამსახურებს ბერლინის ტერაქტამდე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ტუნისელი ანის ამრის შესახებ რამდენიმე თვით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია,-ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს.

ამჟამად გერმანიის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირს ეძებს. ხელისუფლებამ მისი დაკავებისთვის ჯილდოდ € 100 ათასი დააწესა, მაგრამ სამართალდამცველების ინფორმაციით, ის შესაძლოა შეიარაღებული და საშიში იყოს. პოლიციამ უკვე მისი ფოტოსურათებიც გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, ამრი 2016 წლის თებერვლიდან სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ასევე ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ის ტერორისტულ დაჯუფება „ისლამურ სახემწიფოსთან“ იყო დაკავშირებული.

სპეცსამსახურები მის მიმართ “ინტენსიურ მონიტორინგს” ახორციელებდნენ. მანამდე, ბერლინის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი გაათავისუფლა. როგორც BBC იტყობინება, დაკავებულის 19 ნოემბერს საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტი არ დადასტურდა.

19 დეკემბერს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

წყარო: აიპრესი

Comments
Loading...