გერმანიის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია არ აკრძალა

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ფედერალური საბჭოს სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც გერმანიის ულტრამემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მოსამართლე ანდრეას ფოსკულემ შეხვედრის დროს განაცხადა, სასამართლომ დაადგინა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ პარტიის წევრები ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავდნენ და მას ორგანიზებას უწევდნენ. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ევროპარლამენტში მხოლოდ ერთი ადგილი აქვს.

სახელმწიფოს კანონმდებლობით სარჩელი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით 2013 წლის ბოლოს შეიტანეს. ამ დროისთვის პარტიაში დაახლოებით 5 ათასი წევრია. ბუნდესტაგის 2013 წლის არჩევნებზე პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ხმების მხოლოდ 1,3% მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს პარტიის აკრძალვის მეორე მცდელობაა. 2003 წელს ანალოგიური სარჩელი პარტიის წინააღმდეგ შეიტანეს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ipress.ge

Comments
Loading...