„გეტყვით ვისი ხელით კლავს არასასურველ ხალხს (ყველას) ბიძინა ივანიშვილი” – გივი თარგამაძე

„სულ მალე გეტყვით, ვისი ხელით კლავს არასასურველ ხალხს (ყველას) ბიძინა ივანიშვილი. და ყველა აგებს პასუხს.”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი  თქმით, ის რამდენიმე ხნის წინ ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნიდან იმის გამო ამოიღო, რომ მისი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა.

თარგამაძის განცხადებითვე, ამის შემდეგ ის თავის სამშობლოსი ააფეთქეს, ამ საქმეს კი პროკურატურა არ იძიებს. პოლიტიკოსის თქმით, ის თავად აწარმოებს ამ ამბის გამოძიებას.

„სხვათა შორის, აქ რომ ოერტეს ფილმს აანონსებენ, მაგის ჟურნალისტები თავზე დამაყენა მაშინ ინფო 9-ს “ჟურნალისტმა” ვინმე მამალაძემ (აწ მოკლულ ნემცოვსაც მან დააყენა იქ, ჩემი საცხოვრებლის გვერდით), რომელიც ამჟამად პროკურატურის მთავარი მოწმეა ციანიდის საქმეში. მაშინ მე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით და ასევე ყველანაირი ძებნიდან ამომიღო. ლიტვაში მოვიგე სასამართლო, რომელმაც მხარი დაუჭირა ლიტვის პროკურატურის დასკვნას, რომ ჩემდამი ძებნა პოლიტიკური მოტივით ხორციელდებოდა. მე სამშობლოში დავბრუნდი. აქ კი ამაფეთქეს. მომკლეს. მათი ხელიდან მე მკვდარი ვარ. მაგრამ მე გადავრჩი. ყველა მათ მიერ მოკლულისგან განსხვავებით, გადავრჩი. მათ გონიათ, გამოძიებას ისევე არ ჩაატარებენ, როგორც მოკლულებზე. და არაფერიც არ იქნება. მაგრამ მე ცოცხალი ვარ. მე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდიმარე ვიყავი 8 წელი. მე თვითონ ვატარებ გამოძიებას. სულ მალე გეტყვით, ვისი ხელით კლავს არასასურველ ხალხს (ყველას) ბიძინა ივანიშვილი. და ყველა აგებს პასუხს.”- წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

sazogadaoeba.ge

Comments
Loading...