ღარიბაშვილი წავიდა, კალაძემ გაიმარჯვა?- რა მოხდა კადრს მიღმა?
,,პირველი რადიოსთვის“ ცნობილი ხდება, რომ მთავრობის სამწლიანი შედეგების შეჯამება სიმბოლურად და ლოგიკურად 24 ოქტომბერს იყო დანიშნული. მაშინ პრემიერ-მინისტრის მოხსენებისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ყველა სამინისტროს საკუთარი მიღწევების შესახებ მასალები გადაგზავნილი ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, 24 ოქტომბრის ღონისძიება მოულოდნელად გადაიდო. ჩვენი ინფორმაციით, ამ გადადების მიზეზი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის არაოფიციალურად წასვლის გადაწყვეტილება იყო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ინფორმაცია ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ არაერთხელ გავრცელდა, რომელიც ბოლოს, როგორც იცით 23 დეკემბერს დადასტურდა.
არაოფიცალური ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მოხსენების ჩაშლას წინ უძღოდა ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერ კალაძეს შორის უთანხმოება. ამ უთახმოების შესახებ მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მაშინ გავრცელებული ცნობების თანახმად ბიძინა ივანიშვილმა ამ დავაში კალაძის მხარე დაიჭირა და ღარიბაშვილის წასვლის შესახებ სწორედ მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, საგარეო ურთიერთობების განსაკუთრებით ვიზალიბერალიციის მიღების პროცესის გათვალისწინებით ღარიბაშვილის ,,მოულოდნელი გადაწყვეტილება” შეჩერებული იქნა და სისრულეში მხოლოდ ახლა, წინასაახალწლოდ იქნა მოყვანილი. მთავრობის და სახელისუფლებო კულუარებში გავრცელებულ ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ახლა უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრმა დიდი მოლოდინის მიუხედავად გადადგომის მიზეზებზე საერთოდ არ ისაუბრა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომენტარი მის გადადგომაზე არ გაუკეთბია არც ამ პროცების მონაწილეს კახი კალაძეს.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის ,,მოულოდენელი გადადგომის” შესახებ, ინფორმაციას მინისტრთა უმეტესობა და საპარლამენტო უმრაველოსბის თითქმის აბსოლიტური უმრაველსობა თუ არ ჩავთვლით პარლამენტის თავმჯდომარეს საერთოდ არ ფლობდა. რასაც ფაქტობროვად ადასტურებს ინფორმაციის გავრცელების თანავე მათ მიერ გაკებული განცხადებები, რომ ღარიბაშილსი შესაძლო გადადგომა სიმართეს არ შეესაბამებოდა.