ღუდუშაურის კლინიკის პაციენტი ფსიქიკური აშლილობის შედეგად მე -4 სართულიდან გადახტა
ღუდუშაურის კლინიკის მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა. როგორც მედიას ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა, 34 წლის მამაკაცი კლინიკაში მწვავე პნევმონიისა და სუნთქვის უკმარისობის დიაგონოზით მკურნალობდა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში პირველ დეკემბერს 02:40 საათზე შევიდა.
ექიმის ცნობით, დღეს გამთენიისას პაციენტს, სავარაუდოდ უეცრად მწვავე ფსიქოზური აშლილობა განუვითარდა.
“ამ დილით, სავარაუდოდ დიაგნოზის საფუძველზე გამოეხატა აგრესია და არანორმალური აღგზნებადობა, განსაკუთრებით ექიმი-პერსონალის მიმართ. გაარღვია და დააზიანა განსაკუთრებული რეჟიმის არეალი. აღმოჩნდა ჩვეულებრივი რეჟიმის განყოფილებაში, მე-5 სართულზე, საიდანაც ერთ-ერთი დაკეტილი პალატის კარები შეამტვრია და აივნიდან გადახტა. პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნა მარინა გელანტიამ.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილის 7:00 საათზე მოხდა. ღუდუშაურის კლინიკაში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. მიცვალებულს პროზექტურაში,უმოკლეს დროში გადაასვენებენ.