გია ხუხაშვილი პატრიარქის განცხადებაზე: აქ საკვანძო ფრაზაა – ვისი დავალებით?
ექსპერტი გია ხუხაშვილი ბერლინის კლინიკიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მიერ გაკეთებული განცხადების სრულ ვერსიას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
„ვერ ვწყნარდებით. როდესაც პატრიარქი ამბობს, რომ მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს ლაპარაკობს, ვიღაცის დავალებით (ზემოქმედებით). ჩვენ არც ერთი მისი ნათქვამი არ მოგვისმენია და ვასკვნით, რომ პატრიარქი ამას აუცილებლად უარყოფით კონტექსტში ამბობს, ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.
შეიძლება პირიქით, ის სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს. აქ საკვანძო ფრაზაა – ვისი დავალებით? ან დაველოდოთ, ან საფუძვლიანად ჩავეძიოთ. ჯობია გავჩუმდეთ“, – წერს გია ხუხაშვილი.
ტელეკომპანია “ობიექტივი” გერმანიის კლინიკიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მიერ გაკეთებული განცხადების სრულ ვერსიას ავრცელებს.
აღნიშნული ვიდეო დაუმონტაჟებელია და სავარაუდოდ, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ გაკეთებული განცხადების სრულ ჩანაწერს ასახავს.
“რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან – მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?”, – აცხადებს პატრიარქი “ობიექტივის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც განცხადების თავდაპირველი ვერსიიდან ამოღებულია.