გია ვოლსკი: ვინმემ რომ თქვას, ალეკო ელისაშვილს ვიღაცამ ფული ჩაუთვალა და სწორედ ამით არის მისი აღელვება გამოწვეული, არ იქნება სწორი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პატიმრების შეწყალების საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულირებას ელოდება.

„ახლა რომ გამოვიდეს ვინმე ჩვენგანი და თქვას, რომ სწორედაც, ალეკო ელისაშვილმა, დღეს, ამდენი ხნის დუმილი დაარღვია, და დღეს ვიღაცამ ფული შესთავაზა, ჩაუთვალა და სწორედ ამიტომ არის მისი აღელვება და ასეთი განცხადებების გაკეთება გამოწვეული. არ იქნება სწორი არც ალეკო ელისაშვილის მიმართ, არც საზოგადოების მიმართ, რომელიც ჩვენ გვისმენს.

ასე მგონია, რომ შემოტევები იქნება, ამ თემაზე სპეკულირება იქნება. სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Comments
Loading...