გია ვოლსკის ირაკლი შოთაძის მიმართ კითხვები აქვს

მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მიმართ კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია ვოლსკის.

„ადამიანთან მთავარი პრეტენზია აქვთ, რომ გახმაურებული საქმეები რატომ არ არის აქამდე გახსნილი. ვფიქრობ, ამაზე პასუხია გასაცემი და რომ მოითხოვს ზოგიერთი ოპონენტი, რომ რატომ არ დაკითხეს აქამდე, ვფიქრობ, შეცდომა დაშვებული აქვს, რომ არ დაკითხეს აქამდე.

გაჭიანურდა საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.

თუ იმ მიზეზით ჭიანურდება, რომ რესურსი ყავს ნაკლები თუ სხვა მიზეზით, ამაზეც მოუწევს პასუხის გაცემა, არა მარტო ჩვენი ოპონენტებისათვის,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

Comments
Loading...