გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდება.

„თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, რომ პარტიაში არსებული კრიზისი დაიძლიოს, მე ძალისხმევას არ დავიშურებ, ჩემი ვალდებულებაა, ეს ვცადო. მაგრამ თუ ამის შანსი არ არსებობს, ჩემი პირადი პოზიციაა, ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს ყველაფერი, როგორც ახლა ხდება. თუმცა, ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება, რადგან დრო მიდის და დრო ყველაფერს ცვლის”,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

REPORTIORI.GE

Comments
Loading...