გიგლა აგულაშვილი განცხადებას ავრცელებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გააგრძელოს საქმიანობა.

ამის შესახებ მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც აგულაშვილი ხაზს უსვამს, რომ საკუთარი არჩევანის სისწორეში დარწმუნებულია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „რესპუბლიკური პარტია“ და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში.

ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, – აცხადებს აგულაშვილი.

Comments
Loading...