გიორგი კეკელიძე: ქართული წიგნის კუთხეები 25 ქვეყანაში გავხსენით
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების შექმნას სისტემური ხასიათი ექნება.
ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მესმის, რომ თქვენი თვალ–ყური ახლა სხვა მიმართულებითაა, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ქართული წიგნის კუთხეების შექმნას საზღვარგარეთ სისტემური ხასიათი ექნება. ამაში კომპანიები intelPHONE და Inex Travel დაგვეხმარებიან. ჩვენი მიზანი ქართული კულტურის ცენტრების შექმნაა.
წიგნის კუთხეები 25 ქვეყანაში გავხსენით, ამიერიდან ათობით ქალაქში გავაგზავნით უფრო ადვილად და შესაბამისად, ერთის მხრივ ქართველ ემიგრანტებს, მათ საკვირაო სკოლებს დავეხმარებით, ბავშვებს ქართულის სწავლაში დავეხმარებით და მეორე მხრივ, უცხოელებს ჩვენი კულტურის მნიშვნელობას დავანახებთ“, – წერს კეკელიძე.