გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს.
გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენს მაიკ კანავეის, სენატორებს ორინ ჰაჩს და ჯონ კორნინს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ისაუბრეს რეგიონსა და საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა კონგრესმენებმა განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ გამოხატეს.

Comments
Loading...