გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

პრემიერ-მინისტრი ბათუმში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა და, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შეხვდება.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი წუხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, ყოფითი შემთხვევა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებული იყო სიტუაციის ესკალაციისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
Comments
Loading...