გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვია და დაბადების დღე მიულოცა.
უწმინდესა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დღეს 83 წელი შეუსრულდა.