გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში არ მივიდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომელიც მთავარ პროკურატურაში გამოსაკითხად 13:00 საათისთვის იყო დაბარებული, უწყებაში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. პროკურატურაში იგი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე უნდა გამოკითხონ.

როგორც პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე მას პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა სურს. იგი ორშაბათს უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.

Comments
Loading...