გიორგი ქადაგიძე:მომავალი წლის პირველ კვარტალში ინფლაცია პიკს მიაღწევს
ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს ხვდება. შეხვედრამდე გიორგი ქადაგიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მან ისაუბრა ინფლაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში ინფლაცია პიკს მიაღწევს, ხოლო მეორე კვარტალში კი ის მის დასტაბილურებას ელოდება. თუ საჭირო გახდება, გიორგი ქადაგიძის თქმით, ისინი გაამკაცრებენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი ჭირაქაძემაც. მან აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან არაერხთელ მომხდარა. ისინი შეხვედრებზე ისაუბრებენ მიმდინარე პრობლემებზე და გამოწვევებზე.