გიორგი ყუფარაძე – ბანკირები და დაცვის სპეციალისტები მართავენ შსს-ს

“როდემდე უნდა ჰყავდეს შსს-ს ესეთი დილეტანტი და არაპროფესიონალი ხელმძღვანელობა?! ბანკირები და დაცვის სპეციალისტები მართავენ შსს-ს. ეს ხალხი „ჩამოშლის“ პოლიციას!!!
ახლა გადავახედე შსს-ს უმაღლეს თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილებას და შოკირებული დავრჩი. არც ერთ მათგანს არ უმუშავია პოლიციის რიგირთ თანამშრომლად, და არ ჰქონიათ რაიმე შეხება შსს რომელიმე სხვა დანაყოფთან. არ იციან რა ხდება რეალობაში, მოვიდნენ და პირდაპირ მოახტნენ ამხელა თნამდებობებს შსს-ში.
არ გაუვლიათ და არ იციან თუ რა არის რეალურად პოლიციის მუშაობა. ოპერატიულ სამსახურთან საერთოდ არ ჰქონიათ შეხება. მხოლოდ ბატონ გამეზარდაშვილს აქვს პოლიციაში მუშაობის დიდი სტაჟი. მაგრამ ის კურირებს საზაზღვრო პოლიციას და არა კრიმინალურს პოლიციას ან საპატრულოს.
ეს ადამიანები წყვეტენ როგორ და რანაირად უნდა იმუშაოს პოლიციამ როცა არც კი იციან თუ რა გარემოში უწევთ პოლიციელებს მუშაობა და ამიტომაც გვაქვს ესეთი კატასტროფული მდგომარეობა დღეს.
დამნაშავეს ადვოკატების შევარდნები პოლიციის უფროსებთან და ყურების აწევები, ამის შემდეგ იმ პოლიციის უფროსის დაპატიმრება. ეხლა უკვე პოლიციის შენობებზე ტავდასხმა და პოლიციელის მკვლელობა.
90-იან წლებში არ მომხდარა ამდენი თავდასხმა პოლიციელებზე რაც ეხლა ხდება.
იმის მაგივრად რომ პოლიციის მუშაობა გაძლიერდეს როცა ყაჩაღობები, გამოძალვა, ქურდობა და ხულიგნომა კატასტროფულად მოამტებულია, ბატონი მინისტრი გამოდის და უბნის ინსპექტორს, გამოძიებისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციებს უზღუდავს. ამსთან ამატებს რომ პოლიციელებზე გაძლიერდება ზედამხედველობა რომ მათ გადაცდომები არ მოუვიდეთო.
კრიმინალური პოლიციის ინსპექტორების მოვალეობის არა გონივრულად, გამოყენებამ სრულიად გამოფიტა და გადაღალა პოლიციის თანამშრომლები. ამას დამატებული არასათანადო რესურსი.
დანაშაულმა მოიმატა – რეაგირება: მარჯვნივ საჭიანი მანქანების აკრძალვა.
მოიმატა მკვლელობა ყაჩაღობამ – რეაგირება: ოპერატიული სამსახურის დასუსტება.
გამოდით მაგ კომფორტული და თბილი კაბინეტებიდან და შეხედეთ რეალურად რა ხდება და როგორ ხდება და მერე მიიღეთ გადაწყვეტილებები.
ამ ქვეყანის შსს-ს როდესმე ხომ უნდა ეღირსოს პროფესიონალ პოლიციელთა ხელმძღვანელობა და არა პოლიოტიკური და გაურკვეველი სფეროს წარმომადგენლები უმაღლეს თანამდებობებზე!”- აცხადებს გიორგი ყუფარაძე (პოლიციის ყოფილი თანამშრომელი)

Comments
Loading...