გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, აქსელ ფიშერს შეხვდა

ევროპასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრმა, აქსელ ფიშერმა, რომელიც სახალხო პარტიის წარმომადგენელია და ამავე დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელიც არის.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„სტუმარმა გაცილებით მეტი მოისმინა, ვიდრე თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ქართულ დემოკრატიას, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას მყარად უჭერენ მხარს ევროპულ სტრუქტურებში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, გიორგი ვოლსკის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრის, აქსელ ფიშერის შეხვედრას, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლადო ჭანტურია ესწრებოდა.

Comments
Loading...